Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი ნატოს „რუსოფობიური ისტერიის“ გაღვივებაში ადანაშაულებს


მოსკოვი ნატოს ადანაშაულებს „რუსოფობიური ისტერიის“ გაღვივებაში პოლონეთში ნატოს მომავალი თვის სამიტის წინ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, იგორ კონაშენკოვმა 15 ივნისს განაცხადა, რომ ალიანსის „ცალკეული წარმომადგენლების“ ანტირუსული განცხადებების მიზანია „პანიკის განზრახ გაღვივება და ვერაგი მტრის იმიჯის შენარჩუნება უზარმაზარი სამხედრო ბიუჯეტების გასანაღდებლად“. რუსეთ-ნატოს ურთიერთობა მკვეთრად არის გაუარესებული მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარებას შეუდგა. 15 ივნისს ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარისკაცები და გაიტანოს სამხედრო აღჭურვილობა უკრაინიდან და შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა. რუსი ოფიციალური პირები უარყოფენ უკრაინაში ჯარისკაცებისა და შეიარაღების გაგზავნის ბრალდებას მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები და სამხილები განსხვავებულზე მეტყველებს.

XS
SM
MD
LG