Accessibility links

logo-print

საერთაშორისო სააგენტო: რუსეთში სპორტსმენების დოპინგზე შემოწმებას ხელს უშლიდნენ


დოპინგის საწინააღმდეგო მსოფლიო სააგენტო ახალ ანგარიშში წერს, რომ მიმდინარე წელს ჩაშლილ იქნა რუსი სპორტსმენების დოპინგზე შემოწმების ასობით მცდელობა. ანგარიშში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ თებერვლიდან მაისამდე პერიოდში უარი ეთქვა შემოწმების 736 მცდელობას, სხვადასხვა საბაბით - იქნებოდა ეს სპორტსმენების ადგილსამყოფელი თუ მასალის შეგროვება. დოკუმენტის თანახმად, დოპინგის კონტროლზე მომუშავე პირებს უშიშროების სტრუქტურების წარმომადგენლები ქვეყნიდან გაძევებით ემუქრებოდნენ და მათზე ზეწოლას ახდენდნენ, საბაჟოზე კი მასალის შემცველი პაკეტების მანიპულაცია ხდებოდა.

XS
SM
MD
LG