Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ტერორისტებთან დაკავშირებული პირებისათვის იარაღის მიწოდების შეზღუდვას მოითხოვს


აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი დონალდ ტრამპი და რამდენიმე რესპუბლიკელი პოლიტიკოსი აცხადებენ, რომ უნდა აიკრძალოს იარაღის მიყიდვა იმ პირებზე, რომლებიც ტერორიზმთან კავშირში მყოფთა სიაში არიან. ტონის შეცვლა რესპუბლიკური პარტიის შიგნით, სადაც იარაღით ვაჭრობის ნებისმიერ შეზღუდვას მკაცრად უპირისპირდებიან, აშშ-ში ახლახან მომხდარ ტერაქტს უკავშირდება.12 ივნისს ქალაქ ორლანდოს ერთ-ერთ ღამის გეი-კლუბში სროლის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 53 დაიჭრა. თავდამსხმელი, ავღანური წარმოშობის ომარ მატენი, ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ თანაუგრძნობდა. დონალდ ტრამპმა 15 ივნისს ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ აპირებს შეხვდეს იარაღის ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელობას, რათა „არ მიეცეს იარაღის შეძენის უფლება ისეთ ხალხს, რომლებიც თვალთვალის ქვეშ მყოფ ტერორისტთა სიაში იმყოფებიან ანდა აკრძალული აქვთ თვითმფრინავით მგზავრობა“. ასეთ აკრძალვას შესაძლებლად მიიჩნევს იარაღის ლობისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი კრის კოქსი. აშშ-ის სენატის დემოკრატები და რესპუბლიკელი ლიდერები კომპრომისის მისაღწევად ამ საკითხზე შეხვედრებს გამართავენ.

XS
SM
MD
LG