Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდება


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდება სანქტ-პეტერბურგში გამართული საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. კრემლის ინფორმაციით, რუსეთისა და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის მთავარი საკითხებია, რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობა, რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები და ემიგრანტთა კრიზისი ევროკავშირში. სავარაუდოდ, იუნკერი და პუტინი იმსჯელებენ ასევე საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის ჩიხში შესულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სირიაში და უკრაინის კონფლიქტის მოწესრიგების გზებზე. ამავე საკითხებზე, იუნკერთან შეხვედრის შემდეგ, პუტინი გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნთან გამართავს მოლაპარაკებებს.

XS
SM
MD
LG