Accessibility links

logo-print

კახა კალაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი შოკი მიიღო


საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა ვანო მერაბიშვილის პატიმრობის კანონიერება, რითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი შოკი მიიღო. „მას აქვს დანაშაული კონკრეტულ საქმეებში, რომელიც ჰქონდა წაყენებული და სასამართლომ გამოიტანა სწორი განაჩენი. მე ვფიქრობ ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იყო დიდი შოკი, რადგან სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სასამართლომ მიიღო“, -განაცხადა კალაძემ, რომლის სიტყვები ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს დაავალა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილისათვის 12 000 ევროს გადახდა დადგენილებით, რომელიც 14 ივნისს გამოაქვეყნა. სტრასბურგში განთავსებული სასამართლო საქართველოს წინააღმდეგ ვანო მერაბიშვილის სარჩელთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე გადაწყდა, მაგრამ ასევე გამოყენებულ იქნა მერაბიშვილზე ზეწოლის მოსახდენად.

XS
SM
MD
LG