Accessibility links

აშშ შესაძლოა ავღანეთში ჯარების შემცირების გეგმა გადასინჯოს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ეშ კარტერს ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე უთქვამს, რომ აპირებს გადასინჯოს გეგმა, რომელიც მომავალი წლიდან ავღანეთში განთავსებული ამერიკული სამხედრო ძალის შემცირებას ითვალისწინებს. 15 ივნისს ბრიუსელში ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფალონმა აცნობა და დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. პენტაგონის არსებული გეგმით ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მყოფი ქვედანაყოფი, რომელიც 9800 ჯარისკაცს ითვლის, 2016 წლის ბოლოსათვის 5500-მდე უნდა შემცირდეს. ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები 15 ივნისს შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნებენ არსებულ სამხედრო ბაზებს ავღანეთის ვრცელ ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG