Accessibility links

„კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით საპროტესტო აქცია იმართება


„კაბელების საქმეზე“ დაკავებულთა ოჯახების ახლობლები და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები სააპელაციო სასამართლოსთან აქციას "უსამართლო სასამართლოს" მართავენ. გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი. ეს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების ადვოკატებმა წუხელ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, ხოლო დღევანდელი აქციის მონაწილეები სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ სამართლის ნორმებით იხელმძღვანელოს. პარალელურად "თავისუფალმა დემოკრატებმა" დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, რათა პრეზიდენტს მსჯავრდებულთა შეწყალების თხოვნით მიმართონ.

XS
SM
MD
LG