Accessibility links

logo-print

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ივლისში საქართველოს ეწვევა


ივლისის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის დეტალებზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრაზე ისაუბრეს. შეხვედრის მთავარი თემა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხები იყო. ხაზი გაესვა სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ამ პროცესში გერმანიის მხარდამჭერ როლს.

XS
SM
MD
LG