Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი არ აპირებს მერაბიშვილის შეწყალებას


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები საქართველოს სასამართლო და სამართალდამცავ სისტემაში. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. „პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს ამ პირების სამსახურეობრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ. ამასთან მიშველაძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტის მიერ ვანო მერაბიშვილის შეწყალება არ იგეგმება.

XS
SM
MD
LG