Accessibility links

logo-print

საფრანგეთიდან რუს ქომაგთა თავკაცს გამოაძევებენ


სრულიად რუსეთის ქომაგთა გაერთიანების ხელმძღვანელს ალექსანდრ შპრიგინს გააძევებენ საფრანგეთიდან, სადაც ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ორგანიზაციის საიტის თანახმად, 14 ივნისს მარსელ-ლილის გზაზე დააკავეს ავტობუსი, რომელშიც ფეხბურთის 40 რუსი გულშემატკივარი იმყოფებოდა. პოლიციამ ოცი კაცი გაანთავისუფლა, დანარჩენი 20, რომელთა შორის ალექსანდრ შპრიგინიც იმყოფებოდა, დეპორტაციის ცენტრში გადაიყვანეს. მარსელის ხელისუფლებამ ცენტრს ხუთი დღე მისცა იმისათვის, რომ უზრუნველყოს რუსი გულშემატკივრების დეპორტაცია. ალექსანდ შპრიგინი აცხადებს, რომ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG