Accessibility links

logo-print

CIA-ის დირექტორი: „ისლამური სახელმწიფო“ ცდილობს დასავლეთში განათავსოს ექსტრემისტები


დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს, CIA-ის დირექტორი, ჯონ ბრენანი ამბობს, რომ ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ დასავლეთში თავისი მებრძოლების განთავსებას ცდილობს, თავდასხმების მოწყობის მიზნით და ორგანიზაცია საამისოდ მებრძოლებს ირჩევს მსოფლიოს გარშემო ათი ათასობით ექსტრემისტისგან. ბრენანი ამ განცხადებით 16 ივნისს გამოვიდა სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ სიმპათიის მქონე ექსტრემისტმა ორლანდოში მდებარე გეი კლუბში 49 ადამიანი დახოცა - რაც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი მასობრივი მკვლელობა იყო. ბრენანის თქმით, „ისლამურ სახელმწიფოს“ უკვე ჰყავს თავისი წარმომადგენლები დასავლეთში და, ამავე დროს, ის დამატებითი ძალების შეყვანასაც შეეცდება - თავს მოაჩვენებს, რომ ისინი ლტოლვილები ან ჩვეულებრივი, კანონიერი მოგზაურები არიან. ბრენანის თქმით, ექსტრემისტულმა ჯგუფმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა სირიასა და ერაყში, თუმცა მაინც ინარჩუნებს მსოფლიოს გარშემო თავდასხმების მოწყობის შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG