Accessibility links

logo-print

ერაყის ძალებმა ფალუჯის ცენტრი დაიბრუნეს „ისლამური სახელმწიფოსგან“


ერაყის სამხედროებმა ქალაქ ფალუჯაში მდებარე მთავრობის ცენტრალური შენობა დაიბრუნეს „ისლამური სახელმწიფოსგან“, ამ ექსტრემისტული ჯგუფის ქალაქიდან განდევნის ოპერაციის ფარგლებში. ერაყის ძალების მეთაურმა, ჰაიდარ ალ-აბადიმ სააგენტო ასოშიეიტედ პრესს უთხრა, რომ მისი ძალები ქალაქის ცენტრში 17 ივნისს, დილით ადრე შევიდნენ, „ისლამური სახელმწიფოს“ ძალებთან ინტენსიური შეტაკებების შემდეგ, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის და ერაყის ძალების საჰაერო იერიშების დახმარებით. ეს ერაყის ძალებისთვის მნიშვნელოვან გარღვევას წარმოადგენს ფალუჯის დაბრუნების მიზნით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლაში. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ფალუჯა დაიკავა 2014 წლის შუა პერიოდში - მაშინ, როცა ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში მნიშვნელოვან ტერიტორიებზე დაამყარა კონტროლი. როგორც იუწყებიან, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ფალუჯის დასავლეთში გამაგრდნენ. ფალუჯა 50 კილომეტრითაა ბაღდადს დაშორებული. გავრცელებული შეფასებით, ერაყის ძალები ამჟამად ქალაქის დაახლოებით ნახევარს აკონტროლებენ. ოპერაციის დაწყებიდან ათი ათასობით სამოქალაქო პირს მოუწია სახლ-კარის დატოვება.

XS
SM
MD
LG