Accessibility links

ევროკავშირმა სანქციები გაუხანგრძლივა რუსეთის მიერ კონტროლირებულ ყირიმს


ევროკავშირი შეთანხმდა გაგრძელდეს ინვესტიციების აკრძალვა და სხვა ეკონომიკური სანქციები, რომლებიც დაკისრებული აქვს ყირიმს - უკრაინის ნახევარკუნძულს, რომლის ანექსირებაც 2014 წელს რუსეთმა მოახდინა. ყირიმის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების პაკეტი მოიცავს ყირიმში დამზადებული საქონლის იმპორტის აკრძალვას - თუკი მათ უკრაინული სერტიფიკატები არ ერთვის თან; და ნახევარკუნძულზე ტრანსპორტთან, ტელეკომუნიკაციებთან, ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებული ექსპორტის აკრძალვას, მათ შორის ნავთობის, გაზის და მინერალური რესურსების სექტორებში.ევროკავშირის კომპანიებს ასევე აკრძალული აქვთ ყირიმში ინვესტიციების განხორციელება და ყირიმული კომპანიების დაფინანსება. 21 ივნისს ევროკავშირის წარმომადგენლები ეკონომიკური სანქციების უფრო ფართო სიას განიხილავენ - სანქციების, რომლებიც რუსეთს აქვს დაკისრებული. შესაძლოა ამ სანქციებს ექვსი თვით გაუგრძელდეს ვადა ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 28 და 29 ივნისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG