Accessibility links

logo-print

გორის საკრებულოში იმპიჩმენტი აღარ შედგება


გორის საკრებულოს თავმჯდომარე იმპიჩმენტს გადაურჩა. როგორც გორიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, საკრებულოს ნაწილმა შვიდმა კაცმა კი მეტრეველისთვის უნდობლობის გამოცხადება მოითხოვა და შესაბამისი განცხადება კანცელარიაში დაარეგისტრირა. საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა (ირაკლი ოქრუაშვილის ქართული პარტია) დილით აპარატის 5 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა, გათავისუფლებულ თანამშრომლებს ადგილობრივმა მოხელეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს. დეპუტატების ნაწილი მეტრეველს გადადგომისკენ მოუწოდებდა. მოგვიანებით მეტრეველმა გადაწყვეტილება შეცვალა და თანამშრომლები სამსახურში დააბრუნა. გარდა ამისა ჩაიშალა ბიუროს სხდომაც. დღის ბოლოს კი იმპიჩმენტის მომთხოვნი შვიდი დეპუტატიდან სამმა საკუთარი განცხადება უკან გაითხოვა, რაც იმას ნიშნავს რომ იმპიჩმენტი აღარ შედგება.

XS
SM
MD
LG