Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მინისტრს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტ დონალდ რამსფელდს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს შეეხო. პრემიერმა დონალდ რამსფელდს ასევე მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე. სამწუხაროდ, საქართველოს სწრაფვა, შეუერთდეს ევროპული ერების დემოკრატიულ ოჯახს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ არასწორად აღიქმება მის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თბილისში 18 ივნისს კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონული ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმში მსოფლიოს 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი რეგიონისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და საკითხებს განიხილავენ.

XS
SM
MD
LG