Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტაინმაიერმა ნატო „იარაღის ჟღარუნისათვის“ გააკრიტიკა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა ნატოს მიერ აღმოსავლეთ ევროპაში გამართული სამხედრო სწავლებები, რასაც შტაინმაიერმა „იარაღის ჟღარუნი“ უწოდა. „ჩვენ დღეს თავიდან უნდა ავიცილოთ სიტუაციის გამწვავება იარაღის ჟრაღუნითა და ჩექმების ბრახუნით,“- აღნიშნა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა გერმანულ ტაბლოიდურ გამოცემა „ბილდ ამ ზონტაგთან“ ინტერვიუში, რომლის ვრცელი ვარიანტი 19 ივნისს, საკვირაო ნომერში დაიბეჭდება. გამოცემასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ნატოს უსაფრთხოებას ვერ გააძლიერებს ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებთან ტანკების სიმბოლური აღლუმები. 13 ივნისს ნატომ განაცხადა, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხის შესამსუბუქებლად, ოთხ ბატალიონს განათავსებს პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. რუსეთმა დაგმო ნატოს გაფართოება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებში და განაცხადა, რომ დაუპირისპირდება ბლოკის ნებისმიერ ნაბიჯს, რაც რუსეთის საზღვრებთან ალიანსის სამხედრო პოტენციალის გაფართოებისკენ იქნება მიმართული.

XS
SM
MD
LG