Accessibility links

logo-print

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამართლებს რუსი ათლეტების დისკვალიფიკაციას


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლითაც რუს მძლეოსნებს აეკრძალათ 2016 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობა. ოლიმპიური კომიტეტის მიერ 18 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის სრულად უჭერს მხარს, მსოფლიოს მძლეოსნობის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომელსაც ეკუთვნის გადაწყვეტი სიტყვა, უნდა მიიღონ თუ არა ათლეტებმა მონაწილეობა ამა თუ იმ ასპარეზობაში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო, რომელმაც აღნიშნა, რომ რუს სპორტსმენებს უკვე აღარ აქვთ შანსი მიიღონ მონაწილოება ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება. მძლეოსანთა საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის გუნდის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება ნოემბერში, მას შემდეგ გამოიტანა, რაც მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ ოთხ რუს ოლიმპიურ ჩემპიონს წაუყენა ბრალდებები, რომ მათ სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს სტეროიდები გამოიყენეს.

XS
SM
MD
LG