Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი პარლამენტარის მკვლელი სასამართლოში გამოცხადდა


მამაკაცი, რომელიც ევროკავშირის მომხრე ბრიტანელი პარლამენტარის მკვლელობაშია ბრალდებული, 18 ივნისს სასამართლოში გამოცხადდა სიტყვებით: „სიკვდილი მოღალატეებს! თავისუფლება ბრიტანეთს!“ ასე უპასუხა მან მოსამართლის შეკითხვას დაესახელებინა მისი ნამდვილი სახელი და დაბადების წელი. 52 წლის ტომას მაიერს ლონდონის უესტმინსტერის მაგისტრატურის სასამართლომ ბრალი წაუყენა ლეიბორისტული პარტიის პოპულარული წევრი, პარლამენტარი ქალის ჯო კოქსის მკვლელობაში. თავდასხმა ცეცხლსასროლით და ცივი იარაღით მოხდა ლონდონიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლიდსში.

XS
SM
MD
LG