Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ძალებმა ფრონტის ხაზი ქალაქ მოსულთან გადასწიეს


ერაყის სამთავრობო ძალებმა ფრონტის ხაზი ქალაქ მოსულთან ახლოს გახსნეს და ემზადებიან ქალაქზე იერიშისათვის, რომელსაც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. ერაყის უსაფრთხოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ელიტური ანტიტერორისტული ქვედანაყოფები და არმიის ორი დივიზიონი დაიძრნენ ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობით ცნობილი ქალაქ ბაიჯიდან და 18 ივნისს მიუახლოვდნენ ყაიარას აეროდრომს, რომლის აღების შემთხვევაში ერაყის ძალები მოიპოვებენ პლაცდარმს, მოსულის ასაღებად. მოსული ერაყის ჩრდილოეთით მდებარე უდიდესი ქალაქია, რომელიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში საკუთარ დედაქალაქად გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG