Accessibility links

logo-print

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სირიაში ჩავიდა


რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დამასკში ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს შეხვდა. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დაუგეგმავი ვიზიტის დროს 18 ივნისს მხარეებმა „ტერორისტების“ წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების კოორდინირებასა და ძალისხმევის გააქტიურებაზე ისაუბრეს. ამ შეხვედრას წინ უძღვის, პენტაგონის მიერ გამოთქმული „დიდი შეშფოთება“ რუსეთის მიერ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სირიელი მეამბოხეების პოზიციების დაბომბვის გამო. აშშ-ის სამხედრო უწყება ამტკიცებს, რომ რუსეთის ავიაციამ 16 ივნისს იერიში მიიტანა ალ ტანაფზე, სადაც ოპოზიციის სამხედრო ძალების ლიდერები შეხვედრას მართავდნენ საერთო ძალისხმევით, ექსტრემისტული ორგანიზაცის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში ბრძოლების შემდგომი კოორდინაციის თაობაზე სასაუბროდ. რუსეთი უარყოფს ასეთ იერიშს იმ ოპოზიციური დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელმაც ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას.

XS
SM
MD
LG