Accessibility links

logo-print

რუსეთმა აშშ-თან მიაღწია შეთანხმებას სირიაში კოორდინირებული მოქმედების მიზნით


რუსეთმა განაცხადა 19 ივნისს, რომ აშშ-თან მიაღწია შეთანხმებას, რათა ორი ქვეყნის სამხედროთა მოქმედება სირიაში უკეთ იყოს კოორდინირებული. ერთი დღის წინ პენტაგონმა დაადანაშაულა რუსეთის არმია იმის გამო, რომ თავს ესხმის სირიელ ოპოზიციურ ძალებს, რომლებსაც აშშ უწევს მხარდაჭერას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის სამხედროებმა ვიდეო-კონფერენციის დროს მიაღწიეს შეთანხმებას სახმელეთო ოპერაციები კოორდინირების შესახებ. ვაშინგტონს ჯერ ამაზე არაფერ განუცხადებია. პენტაგონის ბრალდება 18 ივნისს იმ დროს გაისმა, როცა სირიაში მოულოდნელ ვიზიტად ჩავიდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. მისი ჩასვლის მიზანი იყო მსჯელობა სამხედრო ოპერაციის გარშემო, რომელიც „სირიის მიწაზე ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ“ იქნება მიმართული.

XS
SM
MD
LG