Accessibility links

logo-print

გაეროს ლტოლვილთა უწყება: ავღანელი ლტოლვილები მივიწყებული არიან


გაეროს ლტოლვილთა უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იძულებით ადგილნაცვალი ავღანელები უკვე დავიწყებული იყვნენ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, სანამ ისინი ევროპაში დიდი რაოდენობით ჩასვლას დაიწყებდნენ. 18 ივნისს ირანში ვიზიტისას ფილიპო გრანდიამ განაცხადა, რომ მისი ირანში სტუმრობა ავღანელი ლტოლვილების საკითხს ეხება. ირანელ მასპინძლებთან ერთად პრესკონფრენციაზე მან თქვა, რომ სამწუხაროდ საერთაშორისო თანამეგობრობამ დაივიწყა ავღანელები. ისინი მაშინ გაგვახსენდა, როცა სხვებთან ერთად ევროპაში ჩამოსვლა დაიწყესო, თქვა გრანდიამ. გაეროს თანახმად, ირანში 950 ათასი რეგისტრირებული ავღანელი მიგრანტია. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვარაუდით, ირანში სამი მილიონი ავღანელი ლტოლვილია.

XS
SM
MD
LG