Accessibility links

logo-print

ირანი ბოინგს შეუთანხმდა თვითმფრინავების შესყიდვის შესახებ


ირანმა და საავიაციო გოლიათმა ბოინგმა მიაღწიეს შეთანხმებას, რის შედეგადაც, ბოინგმა ასი ერთეული სამგზავრო თვითმფრინავი უნდა მიჰყიდოს თეირანს. ირანის სამგზავრო თვითმფრინავების უმეტესობა გამოცვლას საჭიროებს. საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში ირანს არ ჰქონდა უფლება შეესყიდა სათადარიგო ნაწილები. ბირთვულ სფეროში მიღწეული საერთაშორისო შეთანხმების შემდეგ ირანმა დაიწყო თვითმფრინავების შეკვეთა წამყვან დასავლელ ავიამშენებლებთან. ახლა, ბოინგმა აშშ-ის მთავრობისგან უნდა მიიღოს ნებართვა, ირანთან შეთანხმების რეალიზებისთვის.

XS
SM
MD
LG