Accessibility links

ერაყის ძალებმა მოსულთან ფრონტი გაარღვიეს


ერაყის ძალებმა ქალაქ მოსულის მახლობლად ფრონტი გაარღვიეს და ემზადებიან ქალაქზე იერიშისთვის. ეს ქალაქი ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტების ხელშია. ცნობით, რომელიც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების ნათქვამს ეყრდნობა, ანტიტერორისტული ძალების ორი რაზმის და ორი დივიზიის მიერ გარღვეულ იქნა ფრონტი ჩრდილოეთიდან ქალაქ ბაიჯისთან, სადაც დიდი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა იმყოფება, ქალაქ ყაიარის მიმართულებით. ისინი იმედოვნებენ, ამ ქალაქს საყრდენ პუნქტად გამოიყენებენ მოსულზე იერიშის დროს. მოსული ერაყის უდიდესი ქალაქი ჩრდილოეთში და ამ ქვეყანაში ისლამური სახელმწიფოს დე ფაქტო დედაქალაქია.

XS
SM
MD
LG