Accessibility links

logo-print

მართლმადიდებელი ეკლესიების მამამთავრები კრეტაზე შეიკრიბნენ


საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე იკრიბებიან მართლმადიდებელი ეკლესიების მამამთავრები. შეხვედრას ვერ მიენიჭება „სრულიად მართლმადიდებელი“ ეკლესიების კრების სტატუსი, რადგან მასზე არ ჩადიან ყველა, მათ შორის საქართველოს ასევე რუსეთის, მათთან ერთად ბულგარეთის, სერბიის და სირიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები. 19 ივნისს საბერძნეთის პრეზიდენტმა, პროკოპის პავლოპულოსმა საზეიმო სადილი გამართა კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, მსოფლიო პატრიარქის, ბართოლომეო პირველის და სხვა სტუმრების პატივსაცემად. ოფიციალურად შეხვედრა დაიწყება 20 ივნისს და 26 ივნისამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG