Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში, კარელიაში, ტბაზე შტორმის დროს14 ადამიანი დაიღუპა


რუსეთის ჩრდილოეთში, კარელიაში, ტბაზე შტორმის დროს ნავების გადაბრუნების შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის, 13 ბავშვი. მოზარდები საზაფხულო ბანაკის დამსვენებლები იყვნენ. სულ 47 მოზარდი, ოთხი ინსტრუქტორის თანხლებით, გავიდნენ ტბაზე და ღამით შტორმის დაწყებას მოჰყვა კატასტროფა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 20 ივნისი კარელიაში გლოვის დღედ გამოცხადდა. მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ დაღუპულები მოსკოვის რეგიონიდან არიან.

XS
SM
MD
LG