Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი მაჰმადიანების „პროფილირებას“ ემხრობა


აშშ-ის საპრეზიდენტო, სავარაუდო კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა სეროზულად უნდა განიხილოს მაჰმადიანების „პროფილირების“ საკითხი, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის იარაღი. სატელევიზიო გამოსვლაში პროგრამით, „ერის წინაშე“, ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, უკვე იყენებენ „პროფილირებას“, როგორც საგამოძიებო ზომას შესაძლებელი მიზნების მიკვლევის მიზნით.„პროფილირება“სამთავრობო პრაქტიკაა, გამოძიების მიზნით ადამიანების მიკვლევისა რასის, რელიგიის და ეროვნების მიხედვით. აშშ-ის უფლება დამცავები ასეთ პრაქტიკას მიიჩნევენ დისკრიმინატორულად. ტრამპმა განაცხადა, რომ მას სძულს „პროფილირება“, მაგრამ დაამატა, საღი აზრის დატანება უნდა დავიწყოთო.

XS
SM
MD
LG