Accessibility links

logo-print

დევნილთა რაოდენობამ ფალუჯიდან ჰუმანიტარული კატასტროფის მასშტაბები შეიძინა


გაეროს თანახმად, ერაყი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ქალაქ ფალუჯას მასობრივად ტოვებენ მშვიდობიანი მოქალაქეები ერაყის სამთავრობო ძალების მიერ ქალაქის დიდ ნაწილზე კონტროლის აღდგენის შემდეგ. იუწყებიან, რომ ქალაქის გარკვეულ მონაკვეთში კვლავ აგრძელებენ შეიარაღებულ წინააღმდეგობას ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები. გაეროს ლტოლვილთა საქმეების წარმომადგენელმა ბრუნო გედომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ერაყის მთავრობას დაეხმარონ მზარდი პრობლემის მოგვარებაში. 17 აპრილს ერაყის მთავრობამ გამოაცხადა ფალუჯის დიდ ნაწილზე კონტროლის აღდგენის თაობაზე. ამის შემდეგ მიმდინარე ბრძოლების გამო, ქალაქი ათობით ათასმა ადამიანმა დატოვა. გაეროს თანახმად, მომდევნო დღეებში მოსალოდნელია დევნილთა რაოდენობის გაზრდა, რადგან ქალაქში დარჩენილი ათასობით ოჯახი აპირებს ფალუჯის დატოვებას.

XS
SM
MD
LG