Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან გაგზავნილმა ჯგუფმა გამოძიება დაასრულა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში


საქართველოდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნილმა ჯგუფმა ქვეყნის დედაქალაქ ბანგიში დაასრულა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უკავშირდება უცხოელი სამხედროების მიერ არასრულწლოვნებზე შესაძლო, სექსუალურ ძალადობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა სავარაუდო დაზარალებულები გამოკითხეს ადგილობრივი გამომძიებლების, ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თანდასწრებით. სამინისტროს ცნობითვე, გამოკითხვის სამდღიანი პროცესი მიმდინარეობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეროს მისიისა და არასამთავრობო სექტორის მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილზე, შემდეგ ეტაპზე კი მხარეებმა ჩაატარეს ფოტოსურათებით ამოცნობისა და ჩვენების ადგილზე შემოწმების პროცედურები. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გამოძიება საქართველოში გაგრძელდება და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილებით დასრულდება.გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატმა 2016 იანვარში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე არასრულწლოვანმა ბრალი სექსუალურ ექსპლუატაციაში დასდო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო მისიის მონაწილე უცხოელ, მათ შორის ქართველ სამხედროებს. ბრალდების გამოსაძიებლად თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ივნისის დასაწყისში გაემგზავრა.

XS
SM
MD
LG