Accessibility links

ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდება


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნები მის წინამორბედზე უკეთესი იქნება. „ალბათ, ანეკდოტური იქნება ვინმემ წარმოიდგინოს, რომ კვირიკაშვილი იფიქრებს, ხალხის ხმები მოიპაროს, ან კორუფციაში ჩაეფლოს და ვიღაცის ჯიბეში ჩაძვრეს“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, უნდა მოხერხდეს და ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს, ,,ამისთვის საჭიროა, ეს არჩევნები ღირსეულად ჩავატაროთ ისევე როგორც ორი არჩევნები ჩატარდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ”. ივანიშვილმა მაღალი შეფასება მისცა ქვეყნის მოქმედ მთავრობას და მის პრემიერ-მინისტრს. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას ემსახურება, - აღნიშნა ივანიშვილმა.

XS
SM
MD
LG