Accessibility links

logo-print

მარგველაშვილი ადვოკატებს მხარში დგომას ჰპირდება


საქართველოს პრეზიდენტი ადვოკატების გვერდით დგას როგორც პიროვნულად, ასევე ინსტიტუციებით, რომლებსაც ქმნის ჩვენი კონსტიტუცია და საკანონმდებლო სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი სამართლებრივი სახელმწიფოს დანიშნულებას და დანაშაულის ისტორიასაც შეეხო. „პირველი სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც დედამიწაზე იქნა ჩადენილი, როცა კაენმა მოკლა აბელი, მაშინაც საინტერესო იურიდიული მსჯელობა გაიმართა“, - აღნიშნა კონფერენციაზე გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა. მან მადლობა გადაუხადა ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც აქტიურად და ღრმად მონაწილეობს ქართული საზოგადოების დემოკრატიული და სამართლებრივი კულტურის ფორმირებაში.

XS
SM
MD
LG