Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გლოვა გამოცხადდა კარელიაში მომხდარი ტრაგედიის გამო


რუსეთის ხელისუფლებამ დახურა ბავშვთა ბანაკი კარელიაში, რომლის 14 სტუმარი 18 ივნისს ტბაში დაიხრჩო. სამი ნავი, რომლებშიც 43 ბავშვი და 4 ზრდასრული ადამიანი იმყოფებოდა ტბაზე შტორმში მოჰყვნენ. სტიქიამ ორი ნავი გადააყირავა. ბავშვები ცდილობდნენ გაეცურათ ნაპირამდე, თუმცა წყლის ტემპერატურისა და მაღალი ტალღების გამო მათ ეს ვერ მოახერხეს. სამაშველო ოპერაცია დიდი ხნის დაგვიანებით, ტრაგედიიდან 20 საათის შემდეგ დაიწყო. ბავშვების დაღუპვის გამო პოლიციამ დაპატიმრა ხუთი პირი, მათ შორის ბანაკის დირექტორი, ორი ინსტრუქტორი და პიონერხელმძღვანელი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების ზომების დარღვევის მუხლით. კარელიასა და მოსკოვში 20 ივნის გლოვის დღედ გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG