Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პროკურატურამ ნემცოვის მკვლელობის ვერსიად „ანგარებითი მოტივი“ დაასახელა


რუსეთის პროკურატურა აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელს „ანგარებითი მოტივი“ ამოძრავებდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა 20 ივნისს განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფ ხუთ ეჭვმიტანილს, რომლებიც ჩეჩნეთიდან არიან, ბორის ნემცოვის მკველობისათვის 15 მილიონ რუსულ რუბლს (232 ათას დოლარს) დაჰპირდნენ. რუსეთის ყოფილი ვიცე პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს კრემლთან ახლოს გასროლით მოკლეს. მკვლელობის ორგანიზატორად ითვლება რუსლან მუხუდინოვი, ჩეჩნეთის ლიდერ რამზად კადიროვის პირადი დაცვის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მიმალვაში იმყოფება. ნემცოვის ოჯახის ადვოკატმა ვადიმ პროხოროვმა 20 ივნისს განაცხადა, რომ პოლიტიკოსის მკვლელობის გამოძიება დასრულებულად არ ჩაითვლება, ვიდრე იქნება გამოაშკარავებული და შეპყრობილი დანაშაულის ყველა ორგანიზატორი.

XS
SM
MD
LG