Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წინასაარჩევნო მიმართვა გაავრცელა


საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო განცხადებით მიმართა პოლიტიკურ ძალებს და მოუწოდა მათ, რათა უმოკლეს დროში კონსენსუსის საფუძველზე ერთად მიიღონ „პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი“. კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უარი უნდა თქვას ძალადობრივი მეთოდების გამოყენებაზე, სიძულვილის ენაზე, ოპონენტების შეურაცხყოფასა და ღირსების შემლახველი ქმედებაზე. პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს, მის თითოეულ თანამშრომელს, „განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ნაბიჯებს, რათა არ მოხდეს მათი შესაძლო გამოყენება რომელიმე მხარის სასარგებლოდ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა. „ პრემიერ-მინისტრის მიმართვაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, მმართველი გუნდის პასუხიმგებლობაზეცაა საუბარი. კერძოდ, კვირიკაშვილი მოუწოდებს მის მომხრეებს, რათა პატივი სცენ ოპონენტების განსახვავებულ აზრს და არავის მისცენ „საფუძველი კითხვის ნიშანი გაუჩნდეს ჩვენი მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვაში.

XS
SM
MD
LG