Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა კვლავ გადადო გადაწყვეტილება საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 20 ივნისს ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე არ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე და ეს საკითხი კვლავ დააბრუნეს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტში (COREPER II). ამასთან, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ მინისტერიალზე მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს - დაადასტურეს, რომ საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა ვიზების ლიბერალიზაციისათვის: "ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ ცალსახად აღიარა, რომ საქართველომ შესანიშნავი სამუშაო გასწია და ეს იმსახურებს, რაც შეიძლება მალე აღიარებას", განაცხადა მოგერინიმ მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG