Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გობრონიძე: ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მომავალზე


21 ივნისს რადიო თავისუფლების “დილის საუბრების” სტუმარი იყო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე. მან ილაპარაკა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე მსჯელობა ევროკავშირიის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტში გაგრძელდება. გიორგი გობრონიძის თქმით, ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტა, კერძოდ, გადაწყვეტა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულების გარდა, ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიზაციაზე იქნება დამოკიდებული - შესაბამისად, დამოკიდებული იქნება წინასაარჩვენო პროცესის დემოკრატიულობაზეც. ამასთან, გიორგი გობრონიძის თქმით, ის, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება უკრაინისგან დამოუკიდებლად გნიხილება, უნდა შევაფასოთ როგორც გაზრდილი შესაძლებლობა საქართველოსთვის.

XS
SM
MD
LG