Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში მსჯელობენ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაგრძელებაზე


ევროკავშირი ემზადება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ნახევარი წლით გასაგრძელებლად, მიუხედავად ევროკავშირის ზოგი წევრის მოწოდებისა, მოსკოვთან დათმობაზე წასვლისაკენ უკრაინაში მისი მოქმედების მიუხედავად. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის დიპლომატები 21 ივნისს ოფიციალურად გააფორმებენ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ლუქსემბურგში შეხვედრისას. ამჟამად მოქმედი სანქციების ვადა ივლისის ბოლოს ამოიწურება. ლუქსემბურგში სავარაუდო შეთანხმების შემდეგ, გადაწყვეტილება უნდა დაადასტურონ ევროკავშირის სამიტზე, რომელიც მომავალ კვირაში ბრიუსელში გაიმართება. სანქციები დააწესეს რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისათვის. ცნობების თანახმად, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაარწმუნა რუსეთთან უფრო რბილი კურსის მომხრე ქვეყნები - სლოვაკეთი, უნგრეთი და იტალია - სანქციების გაგრძელების საჭიროებაში.

XS
SM
MD
LG