Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის გადაწყვეტილება შეაფასა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში გადადგმულ, მისასალმებელ ნაბიჯად შეაფასა ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა, რომელიც 20 ივნისს ლუქსემბურგში გაიმართა. „ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ შეხვედრის შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა, ყველა სახელმწიფომ აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს და შესაბამისად, გადაწყვეტილება მალე უნდა იქნას მიღებული“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ. მისი ინფორმაციით, გამოქვეყნდა საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებლის, მარია გაბრიელის მოხსენებაც, რომელიც შეიცავს პოზიტიურ რეკომენდაციას იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტმა ერთი მოსმენით გადაწყვიტოს საქართველოს საკითხი. 20 ივნისს, ლუქსემბურგში შეხვედრისას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა არ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ და საკითხი ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტში დააბრუნეს.

XS
SM
MD
LG