Accessibility links

logo-print

პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საკნიდან ვანო მერაბიშვილის გაყვანის ფაქტზე


საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება 2013 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის გაყვანის ფაქტზე. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით” - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, ის 2013 წლის დეკემბერში მიიყვანეს იმჟამინდელი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სამუშაო კაბინეტში, სადაც მოთხოვეს ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებისა და მიხეილ სააკაშვილის ფარული საბანკო ანგარიშების შესახებ. ამ განცხადების საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ დარღვეულად ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი, რომლის თანახმად, უფლებების შეზღუდვა მხოლოდ გათვალისწინებული მიზნებისთვის გამოიყენება.

XS
SM
MD
LG