Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აკრიტიკებს ტრამპის განცხადებებს მუსლიმებზე და პუტინზე


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტობის სავარაუდო რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის ანტიმუსლიმურმა რიტორიკამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს შეერთებულ შტატებს. ბაიდენმა 20 ივნისს, ამერიკის ახალი უსაფრთხოების ცენტრში გამოსვლისას გამოთქვა შეფასება, რომ ტრამპის რიტორიკა მიმართულია მსოფლიოში მუსლიმების - 1,4 მილიარდი ადამიანის - რადიკალიზაციისაკენ. 19 ივნისს ტრამპმა განსაკუთრებით მკვეთრი განცხადება გააკეთა მუსლიმების თაობაზე: თუ ადრე ნათქვამი ჰქონდა, რომ დროებით უნდა აიკრძალოს შეერთებულ შტატებში მუსლიმების შეშვება, ახლა თქვა, რომ უნდა განხილულ იქნეს შეერთებულ შტატებში მცხოვრები მუსლიმების „პროფილირების“ საკითხი. პროფილირება გულისხმობს ადამიანების მიკვლევას რასის, რელიგიის და ეროვნების მიხედვით, რასაც უფლებადამცველები დისკრიმინაციულად მიიჩნევენ. ბაიდენმა ასავე გააკრიტიკა ტრამპი გეგმისათვის, ახლო ურთიერთობა დაამყაროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან რუსეთის, როგორც ბაიდენმა თქვა, "განახლებული აგრესიის" ჟამს, რამაც შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს შეერთებული შტატების ტრადიციული მხარდაჭერა ევროპის მიმართ.

XS
SM
MD
LG