Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაგრძელებაზე


ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ნახევარი წლით გაგრძელებაზე ყირიმის უკანონო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. დიპლომატების ეს გადაწყვეტილება, რომელიც 21 ივნისს ლუქსემბურგში შეხვედრის დროს მიიღეს, საჭიროებს ევროკავშირის ლიდერებისაგან დადასტურებას, რაც მომავალი კვირის სამიტზეა მოსალოდნელი. ამჟამად მოქმედი სანქციების ვადა ივლისის ბოლოს ამოიწურება. რუსეთის საფინანსო და ენერგეტიკული სექტორების საწინააღმდეგო სანქციები 2014 წლის ზაფხულში დააწესეს, რის შემდეგაც მათ ნახევარ წელიწადში ერთხელ ახანგრძლივებენ ხოლმე.

XS
SM
MD
LG