Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბებმა 20-მდე მგზავრი დაატყვევეს


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, თალიბმა ექსტრემისტებმა 20-ზე მეტი მამაკაცი დაატყვევეს მას შემდეგ, რაც ისინი საავტომობილო გზაზე ავტობუსიდან და სატვირთო მანქანებიდან ჩამოიყვანეს სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში. ბოლოხანს თალიბები ხშირად ატყვევებენ მგზავრებს, რის გამოც სულ უფრო სახიფათო ხდება ავღანეთის გზებზე გადაადგილება. ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის პრესმდივნის ცნობით, დატყვევებული მამაკაცები ავტობუსით და ორი სატვირთო მანქანით მიდიოდნენ მეზობელ ჰერათის პროვინციაში. თვითმხილველები ამბობენ, რომ ექსტრემისტებს ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედრო ფორმები ეცვათ, როცა მანქანები გააჩერეს და ჯერ 60-მდე ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით მათ ქალები და ბავშვები გაუშვეს. თალიბანის განცხადებით, ექსტრემისტები ეძებდნენ ავღანელ ოფიციალურ პირებს და გაათავისუფლებენ ყველას, ვინც არ მუშაობს ქაბულის მთავრობისათვის.

XS
SM
MD
LG