Accessibility links

პუტინი: რუსეთმა უნდა უპასუხოს დასავლეთის "აგრესიულ" ქმედებასა და რიტორიკას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლსას თქვა, რომ რუსეთმა უნდა იფიქროს საკუთარ უსაფრთხოებაზე, როცა ნატო "აგრესიულად" მოქმედებს რუსეთის საზღვრების მახლობლად. "ნატო აძლიერებს თავის აგრესიულ რიტორიკას და თავის აგრესიულ ქმედებებს უკვე ჩვენი საზღვრების მახლობლად. ასეთ პირობებში ჩვენი ვალია, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრას“, - განაცხადა პუტინმა მეექვსე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს ბოლო პლენარულ სხდომაზე,. მისივე თქმით, მსოფლიო უნდა დაუპირისპირდეს საერთაშორისო ტერორიზმს უსაფრთხოების სისტემით, რომელიც ცდება არსებულ ალიანსებს და რუსეთი მზად არის დიალოგისათვის უსაფრთხოების ასეთი სისტემის შესაქმნელად. იქვე პუტინმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებს 2014 წელს ყირიმის ანექსიის მხარდაჭერისათვის. მეექვსე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს საქმიანობის ხუთწლიანი ვადა სექტემბერში ამოიწურება, თუმცა 22 ივნისს გაიმართა ბოლო პლენარული სხდომა. საპარლამენტო არჩევნები 18 სექტემბრისათვის არის დანიშნული.

XS
SM
MD
LG