Accessibility links

ევროკომისიის პრეზიდენტი ბრიტანეთს მოუწოდებს, ნუ შეაქცევს ზურგს ევროკავშირს


ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ფიქრობს, რომ ბრიტანეთი საკუთარ თავს ავნებს 23 ივნისის რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლის მხარდაჭერის შემთხვევაში და ზურგს შეაქცევს ორივე მხარისათვის მომგებიანი მიღწევების ათწლეულებს. იუნკერმა 21 ივნისს ათენში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის მხარდამჭერი ემოციური მოწოდებით მიმართა ბრიტანელ ამომრჩევლებს ორი დღით ადრე რეფერენდუმამდე, რომელიც გადაწყვეტს დარჩება თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში. მეტისმეტად ხშირად მიგვაჩნია გარანტირებულად ის, რასაც მივაღწიეთო - თქვა იუნკერმა და ევროკავშირის მიღწევებიდან ჩამოთვალა მშვიდობა, თავისუფლება, კეთილდღეობა და ცხოვრების წესი, რომელსაც მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი ისურვებდა.

XS
SM
MD
LG