Accessibility links

logo-print

ავღანეთში ორი ადამიანი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ორი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი დაიღუპა აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, დაიჭრა ორი სამოქალაქო პირი. ბომბი დამონტაჟებული იყო ქალაქ ჯალალაბადში პოლიციის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მახლობლად. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG