Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბებმა 23 მძევალი გაათავისუფლეს


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, თალიბანმა გაათავისუფლა 23 ადამიანი, რომელიც ექსტრემისტებმა წინა დღეს დააკავეს სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში. პროვინციის გუბერნატორის პრესმდივნის განცხადებით, გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ უხუცესებს თხოვეს საქმეში ჩარევა და თალიბებთან მოლაპარაკება, რასაც მოჰყვა მძევლების უმრავლესობის გათავისუფლება. ამავე წყაროს მონაცემებით, თალიბანის ტყვეობაში იყო სულ 25 ადამიანი და იმედოვნებენ, რომ მალე დარჩენილ ორ მძევალსაც გამოუშვებენ. ავღანელი სამხედრო ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ მძევლები გათავისუფლებულ იქნენ 21 ივნისის ღამეს სამხედრო ოპერაციისას, რომელიც მიმართული იყო ჰელმანდის პროვინციაში, მარჯის რაიონში თალიბების მთავარი ბაზის წინააღმდეგ. ამ ცნობას უარყოფს თალიბანის წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ სულ 21 მძევალი იქნა გათავისუფლებული მას შემდეგ, რაც თალიბებმა დაადგინეს, რომ ეს ხალხი არ თანამშრომლობს ავღანეთის მთავრობასთან. თალიბანის ცნობითვე, მძევლად იყო აყვანილი სულ 27 მამაკაცი და მათგან იმ ექვს პირს, რომელიც არ გაუთავისუფლებიათ, „ისლამური სამართლიანობით“ გაუსწორდებიან.

XS
SM
MD
LG