Accessibility links

logo-print

ეროსი კიწმარიშვილის ძმა არ ეთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას


ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილის არ ეთანხმება საქართველოს მთავარი პროკურატურის დასკვნას ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის შესახებ. ზურაბ კიწმარიშვილმა სააგენტო "ინტერპრესნიუსს" აცნობა, რომ გამოძიების ვერსიას არც ეროსი კიწმარიშვილის ქვრივი იზიარებს. „ხვალ ვისაუბრებთ არგუმენტირებულად, თუ რატომ არ ვეთანხმებით თვითმკვლელობის ვერსიას“, - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა. პროკურატურის დასკვნას არ ეთანხმება არც კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი. ეროსი კიწმარიშვილის გვამი, საფეთქელთან ერთი ჭრილობით, 2014 წლის 15 ივლისს აღმოაჩინეს მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში მდგომ ავტომობილში.

XS
SM
MD
LG