Accessibility links

logo-print

მღებრიშვილმა "სწორი" უწოდა რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების გადაწყვეტილებას


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა "სწორი" უწოდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურის გადაწყვეტილებას, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების შესახებ. როგორც მღებრიშვილმა თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება სწორია თავად ბრალდებულის უსაფრთხოებისთვისაც, რადგან არსებობს ინფორმაცია მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ, რათა ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ და კონფლიქტის ესკალაციისთვის. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურამ 22 ივნისს, საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლოს მიმართა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების შუამდგომლობით. დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის ცნობითვე, რაშიდ კანჯი ოღლის ბრალი წაუყენეს განზრახ მკვლელობის მუხლით და ის დათხოვნილია სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან. „აფსნიპრესის“ სააგენტოს ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოს იმედი აქვს, რომ ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებს მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე, რომელიც ივლისის დასაწყისში, გალში გაიმართება. რაშიდ კანჯი ოღლიმ გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხზორია 19 მაისს მოკლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

XS
SM
MD
LG