Accessibility links

logo-print

საქართველო აფრიკაში 20 სამხედროს გზავნის


საქართველოს პარლამენტმა თანხმობა მისცა ქვეყნის პრეზიდენტს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის მისიის ფარგლებში 20 ქართველი სამხედროს გაგზავნის შესახებ. შესაბამის ბრძანებას 22 ივნისს პლენარულ სხდომაზე 85 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული ასეულის ერთხელ უკვე იმყოფებოდა მისიით 2014 წელს. დღეისათვის იქ ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიის სწრაფი რეაგირების ჯგუფში ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. პარლამენტის თანხმობის შემდეგ კი, მისიას ოცი ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეუერთდება.

XS
SM
MD
LG