Accessibility links

logo-print

იარაღის თაობაზე დემოკრატებმა მჯდომარე აქცია დაიწყეს კონგრესის შენობაში


კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ფრაქცია ცდილობს შეაწყვეტინოს დემოკრატთა ჯგუფს მჯდომარე საპროტესტო აქცია, რომლის გაგრძელებასაც მონაწილეები 5 ივლისამდე აპირებენ. დემოკრატები აცხადებენ, რომ ისინი არ მისცემენ უფლებას კონგრესს იზეიმოს დამოუკიდებლობის დღესასწაული, თუკი რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი საკანონმდებლო ორგანო კენჭს არ უყრის ცეცხლსასროლი იარაღის კონტროლის შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. აშშ-ში, ფლორიდაში ღამის გეი კლუბზე ცეცხლსასროლი იარაღით მომხდარი თავდასხმის შემდეგ დადგა დღის წესრიგში ასეთი საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა. 12 ივნისს ქალაქ ორლანდოს ერთ-ერთ ღამის გეიკლუბში, სროლის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და, სულ მცირე, 53 დაიჭრა. 23 ივნისს, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა უარი თქვეს კენჭისყრაზე დაეყენებინათ საკანონმდებლო ცვლილება, აღშფოთებული დემოკრატები ოთხშაბათს მთელი შემადგელობით დაწვნენ დარბაზში და მოითხოვეს პალატის სპიკერის, პოლ რაიანისაგან კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენება. ასეთ უჩვეულო საპროტესტო აქციას ხელმძღვანელობს 76 წლის კონგრესმენი ჯონ ლიუისი, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან არის ცნობილი, როგორც აფრო-ამერიკელთა უფლებებისათვის მებრძოლის ვეტერანი.

XS
SM
MD
LG